სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება - თბილისის მერიის 2 ახალი პროგრამა
პოლიტიკა - 15:17, 19 Dec, 2015     2041
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა წარმატებული სტუდენტების წახალისებაის პროგრამა, რომელიც მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს.

პროგრამის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერმა სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა, რომელიც მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის - ისწავლონ უკეთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტად აქტიური, წარმატებული, განვითარებული იყოს.

დედაქალაქის მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველდღიურად ზრუნავს მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობაზე. წარმატებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, წინსვლისა და განვითარების საწინდარია", განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი).

ასევე, შემუშავდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველ სტუდენტებს თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს. წესის შესაბამისად, სოციალურ კომპონენტებთან ერთად გათვალისწინებული იქნება განათლების მიმართულება და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაიზრდება (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში).

დაფინანსების მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწერებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42