ბაღების სააგენტოს დაფინანსება გაეზარდა - რას გულისხმობს ბაგა-ბაღების 4 მთავარი რეფორმა
პოლიტიკა - 15:15, 19 Dec, 2015     1852
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ მუშაობის 12 თვის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმენი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშე გეგა გაბუნია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ბაღების სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა.

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე დახურული ბაღი გავხსენით და დავამატეთ ფართები საბავშვო ბაღებს, სადაც დამატებით სამი ათასამდე ბავშვის მიღება შევძელით. გარდა ამისა, შვიდი ახალი ბაღი შენდება, აქედან ორი უკვე დასრულებულია და სასწავლო პროცესი იანვრიდან დაიწყება. ჩვენ ასევე კვების მომარაგების სისტემა შევცვალეთ და დავნერგეთ ტენდერის პრაქტიკა და პროცესი გამჭვირვალე გავხადეთ. ბაღები ჩვენი პრიორიტეტია და ამიტომ, დაფინანსება გავუზარდეთ ბაღების სააგენტოს. ხდება ასევე პედაგოგების გადამზადება და ყველა პირობაა შექმნილი ბავშვებისათვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ 4 მთავარი რეფორმა განახორციელა:

საკვები პროდუქტების შესყიდვა ერთობლივიტენდერის გზით - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისმართვის სააგენტოს მიერ ახალი სასწავლო-საამღზრდელო წლისათვის საკვები პროდუქტებისშესყიდვის მიზნით გამოცხადდა 210 ელექტრონულიტენდერი. ამ გზით, ერთის მხრივ, დაიზოგა სახელმწიფო სახსრები, მეორეს მხრივ კი, შეიქმნა ეფექტური კონტროლის მექანიზმი.

საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება - ბავშვთა კვების რაციონისმოწესრიგების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთომენიუ შემუშავდა. კვების რაციონი გახდა უფრომრავალფეროვანი, გაიზარდა კალორაჟი. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის # 78-ე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა.

თბილისის ბაგა-ბაღებში, 5-6 წლის აღსაზრდელთა ჯგუფებში წარმატებით ამოქმედდა სასკოლო მზაობის პროგრამა - პროგრამის მიზანია ბავშვის სკოლისათვის მომზადება, მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარება, რაც მას ბაღიდან სკოლაში წასვლას გაუადვილებს.

დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ფსიქოლოგებისადა ლოგოპედების გადამზადების პროგრამა, რომლის საშუალებითაც, თბილისის ყველა ბაგა-ბაღს მალე პროფესიონალი ფსიქოლოგი და ლოგოპედი მოემსახურება.

გარდა ამისა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქში არაერთ ინფრაქტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, გასულ წლებში დახურული 50-მდე საბავშვო ბაღის აღდგენის კუთხით. უკვე გაიხსნა ჩუღურეთის რაიონში მდებარე 132-ე ბაღი და და ისნის რაიონში მდებარე 109-ე ბაღის დახურული ფლიგელი. უახლოეს მომავალში გაიხსენება 206-ე ბაღიც, რომელიც ზემო ფონიჭალაში მდებარეობს.

უკვე დასრულებულია მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც იანვარში გაიხსნება და 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს;

გამაგრებითი და შიდა სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 125-მდე საბავშვო ბაგა-ბაღს;

მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად დამატებით 80 ჯგუფი გაიხსნა, რის შედეგადაც, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართვა დაახლოებით, 3 500-მდე ბავშვმა შეძლო;

70-მდე საბავშვო ბაღში მოეწყო ახალი ღობეები; დამონტაჟდა და გარემონტდა ცენტრალური გათბობის სისტემები; 40-მდე საბავშვო ბაღის ეზოში ჩატარდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მოეწყო ატრაქციონები.

ღონისძიებაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ანგარიშის დასრულების შემდეგ ხელი მიეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერიას, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს (unisef) შორის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42