დეპუტატ ლევან თარხნიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.
„მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბეა. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება.
როგორც ვხედავთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. “გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,” - ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე - როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს 10 რაიონის მონაცემები წარმოადგინა, სადაც თარხნიშვილის თქმით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში გაზრდილია ,, მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების რაოდენობაა“.
ეს რაიონებია: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა და აიპ-ების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლისა და დღევანდელი მონაცემებით.
,,შესწავლილ 10 მუნიციპალიტეტში აიპების რაოდენობა 98 ერთეულიდან გაიზარდა 119 ერთეულამდე; ააიპებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,298 ერთეულიდან გაიზარდა 6,426 ერთეულამდე;) ხოლო შრომის ანაზღაურება (ხელფასები და პრემიები) 13,827,895 -დან 22,511,678 ლარამდე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბოუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს.“ - აცხადებენ პარტიაში.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29 მუნიციპალიტეტის ჩამონათვალი გააკთა, რომლითაც ჯამურ დინამიკაში იხელმძღვანელეს.
ახალქალაქი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მარტვილი, ონი, თიღვი, დმანისი, ქარელი, მესტია, დუშეთი, ვანი, სამტრედია, ჩხოროწყუ, ცაგერი, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხულო, ბაღდათი, ბორჯომი, ზესტაფონი, თერჯოლა, ნინოწმინდა, საჩხერე, ქობულთი, წალენჯიხა, წყალტუბო, ჭიათურა
საერთო ჯამი (29 მუნიციპალიტეტი):
2012 წელი
ააიპების რაოდენობა - 258;
დასაქმებულთა რაოდენობა - 11,068;
შრომის ანაზღაურება - 28,240,294;
2015 წელი
ააიპების რაოდენობა - 328;
დასაქმებულთა რაოდენობა - 14,767;
შრომის ანაზღაურება - 50,545,880;
მასალის გამოყენების პირობები






