ქალბატონს სოციალურად დაუცველის სტატუსი და 60 ლარიანი დახმარება, 1 წლის წინ, მას შემდეგ მოუხსნეს, რაც ლოგინად ჩავარდა და მოსავლელად ძმამ და მულმა, ჟუჟუნა ახვლედიანმა, საკუთარ სახლში გადაიყვანეს.
არასტაბილური შემოსავლის გამო ოჯახს უჭირს ავადმყოფის მოვლა. ახვლედიანიების ოჯახი ითხოვს აღუდგინონ II ჯგუფის ლოგინად ჩავარდნილ ინვალიდს სოციალური დახმარება. ამ მოთხოვნით ოჯახმა არარეთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს და ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ.
ჟუჟუნა ახვლედიანი მეუღლესთან ერთად ე.წ. „დეზერტირების“ ბაზრობაზე ვაჭრობს. მისი შემოსავალი დღეში 15-20 ლარია, რაც ოჯახის შენახვის და ავადმყოფი ნათესავის მოვლისთვის საკმარისი არ არის.
ჟუჟუნა ახვლედიანი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს, ირაკლი ალასანიას პროექტ „მოქალაქის ხმის“ ფარგლებში შეხვდა, რომელიც გულიხმობს მოქალაქეების პრობლემატიკის შესწავლას და ადრესატამდე მიტანას. “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროექტის ფარგლებში 115 კონკრეტული პრობლების იდენტიფიკაცია და შესწავლა მოახდინეს.
,,პრობლემური ოჯახების შესახებ დამუშავებული ინფორმაცია მერიას და მის შესაბამის სამსახურებს, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა, თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტს არც ახვლედიანების ოჯახის პრობლემაზე და არც სხვა საქმეებზე დღემდე რეაგირება არ მოუხდენია“ - აცხადებენ ,,თავისუფალ დემოკრატებში“.
მასალის გამოყენების პირობები






