ნახევარი მილიონ ლარს სოლიდარობის ფონდში თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გადარიცხავს
პოლიტიკა - 12:24, 19 Dec, 2015     1889
თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გალიფ ოზთურქი “საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ მეორე მსხვილ დონაციას განახორციელებს–აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და “მეტრო ატლას ჯორჯიას” დამფუძნებლის, გალიფ ოზთურქის შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა განიხილეს.

თურქმა მეცენატმა გამოთქვა სურვილი, ქველმოქმების მიზნით, გადარიცხოს დამატებით 500 000 ლარი „სოლიდარობის ფონდში“. პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გალიფ ოზთურქს საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული დონაცია დაეხმარება „სოლიდარობის ფონდს“ 22 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უწყვეტ დაფინანსებაში. პრემიერის ინფორმაციით, „სოლიდარობის ფონდი,“ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კოორდინაციას უწევს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობას, რათა მომდევნო 2 წლის მანძილზე საქართველოში შეიქმნას მძლავრი პედიატრიული ონკოლოგიის სამსახური.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ გასულ წელს დაწყებულ პროექტებზე, რომლებიც გრძელდება. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო საქართველოში, 1200 ნომრიანი სასტუმრო. შევეხეთ სამომავლო გეგმებს, რომელთა განხორციელებასაც ვგეგმავთ თბილისში. საუბარი შეეხო ტურისტულ პოტენციალს, საქართველომ შეიძინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა და ამ დატვირთვის მაქსიმალური გამოყენების გზებს შევეხეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ ბათუმში გავაკეთებთ ტურისტულ კოლეჯს, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ განათლებას ტურიზმის მიმართულებით. დღეს ჩვენ გადავეცით პრემიერ–მინისტრს სიმბოლური ჩეკი. ჩვენი მეორე დონაცია ითვალისწინებს 500 000 ლარის გადარიცხვას „სოლიდარობის ფონდში“. ვულოცავთ საქართველოს, რომ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, ენერგიული, პოზიტიური პრემიერი,“– განაცხადა ბიზნესმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გალიფ ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პროექტების დასასრულს კი ინვესტირებული იქნება 200 მილიონი დოლარი და დასაქმდება 2500-3000 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯაში დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42