ვინც უპასუხისმგებლო ცრუ განცხადებებს აკეთებს პასუხების გაცემა მოუწევთ- ბესელია შეწყალების სკანდალზე
პოლიტიკა - 21:35, 18 Dec, 2015     1629

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, პოლიტპატიმრების სიების გარშემო აგორებულ სკანდალს ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს.

„პოლიტპატიმრების აღიარება პარლამენტში ჩვენი გუნდის მხრიდან და ჩვენი კომიტეტის, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ პროცესის, პარლამეტის კოლექტიური, პრინციპული გადაწყევტილება იყო. მე ვიცი, რომ ეს ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ყველაზე დიდი დარტყმა და ამ გადაწყვეტილების გამო იმ დღიდან ბრძოლა არ შეწყვეტილა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთანავე ეკე ბესელია, სუს-ის მიერ ალეკო ელისაშვილის ცემის დაგეგმვასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს სცენარებს და სიუჟეტებს ნაციონალური მოძრაობა იგონებს:

„ასეთ სცენარს ადგენდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა და ქალბატონი ნადირაშვილი ამ სცენარის დაწერაში თავად მონაწილეობდა ხოლმე. ის თავად არის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მონაწილე ბევრი უკანონო ქმედების. ამიტომ ის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს არის სასაცილო. ეს მას უკეთებია თავის პრეზიდენტთან ერთად. ასეთ სიუჟეტებს იგონებდა და დგამდა. ეს არის ხელწერა იმ გუნდის, რომელსაც წარმოადგენს ნადირაშვილი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიამ განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც საუბრობს ფაქტების და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ისინი აგებენ კანონის წინაშე პასუხს.

ეკა ბესელიამ ასევე ისაუბრა, რამდენიმე დღის წინ, ქალთა კოლონიის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა ანასტასია ზაუტაშვილთან ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის შეხვედრებს განაცხადა, რომ ის ყოველთვის ხვდება და მომავალშიც შეხვდება პატიმრებს.

„მე მსჯავრდებულებს ვხვდებოდი, ვხვდები და კიდევ შევხვდები. მტკიცებულებების გარეშე, დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ცილისმწამებლური განცხადებები აკეთოს, ყველა მათგანს გავცე შესაბამისი პასუხი მე ამისთვის მზად ვარ, ამისთვის პირდაპირი ეთერი იქნება ყველაზე კარგი ფორმა, რომ საზოგადოებამ სრულად გაიგოს პოზიცია. ცილისმწამებლური განცხადებები იქნება, ბევრი კომიკური სცენა იქნება, ანონიმური პერსონებით, მაგრამ არანაირი ფაქტები, არანაირი მტკიცებულებები, თუმცა ყველა ის ადამიანები, ვისაც თქვენ ხელს უწყობთ, რომ ასე ცილისმწამებლური განცხადებები ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებების გარეშე საჯარო უპასუხისმგებლო ცრუ განცხადებებს აკეთებდეს, მათ მოუწევთ ამაზე პასუხების გაცემა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42