დადებით ანგარიშთან დაკავშირებით ევროკომისია "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე იუწყება და წერს, რომ "საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს".
„საქართველოსა და უკრაინას პოზიტიურ შედეგებს ვულოცავ. რეფორმებს თქვენი მოქალაქებიისთვის ნამდვილი სიკეთე მოაქვს!", - წერს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ტვიტერზე.
"საქართველოსთვის, უკრაინისთვის და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ევროკომისიის მიერ დადებითი ნაბიჯია. წაახალისეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულონ", - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი.
„საქართველოსა და უკრაინას ვულოცავთ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს“, - წერს სოციალურ ქსელში ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.
"დიდხანს ნანატრი და დამსახურებული ახალი ამბავი - საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეული პოზიტიური პროგრესი", - აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.
"მივესალმებით საქართველოსა და უკრაინასთან დაკავიშირებულ პოზიტიურ პროგრესს. ევროკავშირმა გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.
მასალის გამოყენების პირობები






