გვეამაყება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესში ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი - "თავისუფალი დემოკრატები"
პოლიტიკა - 21:03, 18 Dec, 2015     1430
პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშს მიესალმება.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებით სამწლიანი დაძაბული მუშაობა დასრულდა.

„თავისუფალ დემოკრატებს“ გვეამაყება, რომ ასეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში ჩვენი წვლილი გვაქვს შეტანილი. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ის უდიდესი წინსვლაა, რომლითაც საქართველო, საბოლოოდ ევროპის პოლიტიკური, სოციალური, კულტურული თუ გეოგრაფიული ნაწილი სრულფასოვნად გახდება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, პროცესის დროულად დასრულებისა და აღებული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად ყველა ნაბიჯი გადადგას.

„თავისუფალი დემოკრატები“ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანამ მიაღწიოს დასახულ მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის წევრი! გვსურს მივულოცოთ მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ყველა იმ უწყების ასობით მოხელეს, რომელმაც განვლილი წლების მანძილზე უდიდესი შრომა და ძალისხმევა ჩადო ამ წარმატების მიღწევაში“, - აცხადებენ „თავისუფალ დემოკრატებში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42