როგორც "ნიუპოსტთან" საუბრისას დავითაიამ აღნიშნა, ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული დადებითი ანგარიში საქართველოს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დამსახურებაა.
"დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ეს არის პირველი ნაბიჯი ევროპის ოჯახის წევრობისაკენ, რაც მხოლოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ მომავალში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პერსპექტივები. მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს წარმატება როგორც წინა ასევე მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაცაა. აღსანიშნავია რომ მართველმა გუნდმა გააგრძელა წინა ხელისუფლების გზა და არ შეაჩერა ეს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშნები იყო" - აცხადებს დავითაია.
,,ევროპელი დემოკრატების" ლიდერი საგარეო პოლიტიკის ამ გზაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაზეც საუბრობს.
,,ცალსახად ხაზი მინდა გავუსვა მიხეილ სააკაშვილის როლს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ევროპისკენ სვლა კანონმდებლობის ცვლილებით, ეს არ უნდა დავუკარგოთ.
დასაფასებელია ის ფაქტიც, რომ დღევანდელმა მთავრობამ ეს გზა გააგრძელა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყოველივე ბოლომდე იქნებ მიყვანილი და უახლოეს ხანებში ევროპის სრულფასოვანი ქვეყანა გავხდებით"- უთხრა დავითაიამ "ნიუპოსტს".
მასალის გამოყენების პირობები






