,,ეს ძალიან დიდი ავანსია, რაც საქართველომ ევროპისგან მიიღო“ - ბაჩუკი ქარდავა ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 20:21, 18 Dec, 2015     1828
ევროკომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით "ნიუპოსტთან" განცხადებას აკეთებს "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და შეუძლებელია ეს ისტორიული სამართლიანობა არ აღდგეს.

"როდესაც წავიკითხე ინფორმაცია, რომ ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, შეფერხებები მაშინებდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამგვარი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით ევროპის მხრიდან გადადგმული იქნებოდა.

ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი სკეპტიკოსი არსებობს, ძალიან ბევრი ადამიანი აბსოლუტურად დარწმუნებული იყო იმაში, რომ დასავლეთმა გზა ჩაგვიკეტა; არსებობდნენ ადამიანები, მცირე რაოდენობით, თუმცა ისეთები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ იხედებოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ დასავლეთის ნაწილი საქართველო ვერასოდეს გახდებოდა... ამის მიუხედავად, მე ყოველთვის სიღრმეებიდან ვუყურებდი ამ პროცესს და ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და შეუძლებელია ეს ისტორიული სამართლიანობა არ აღდგეს. ამის დასტური იყო ბრიუსელში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება - დადასტურდა, რომ ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა, რა ხარვეზებიც არ უნდა გვქონდეს ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოებრობასთან მიმართებით, დემოკრატიის განვითარების კუთხით და ასე შემდეგ... ძალიან ბევრი პრობლემები შეიძლება არსებობდეს, თუმცა მათი ჩამოთვლა ასეთ მნიშვნელოვან დღეს, ნამდვილად არ მსურს.

ერთ რამეს ნამდვილად ვხედავ - ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ მსოლფიოს იმ ცივილიზებული სამყაროს წევრი, რომლის ნაწილიც ყოველთვის ვიყავით" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისა, საქართველოს ,,სამუშაო ძალიან ბევრი აქვს".

,,თუ ვინმეს ჰქონდა მოლოდინი, რომ გზა გვეკეტებოდა, დღეს მე მაქვს ასეთი განცდა, რომ ეს ძალიან დიდი ავანსია, რაც საქართველომ მიიღო" - აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42