ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის სერიოზული შანსია - მანანა ნაჭყებია
პოლიტიკა - 19:04, 18 Dec, 2015     1456
ევროკომისიის რიგით მეოთხე დასკვნას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია "ნიუპოსტთან" აფასებს. მისი თქმით, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული შანსია საქართველოს მოსახლეობისთვის. "პირველ რიგში, მინდა მივულოცო საქართველოს ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დღეს მოვახერხეთ და გადავდგით ნაბიჯი ევროპისკენ. რაც შეეხება იმას, თუ რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, ეს არის შეასაძლებლობა ახალგაზრდა თაობისთვის ეზიაროს ევროპას, ევროპულ განათლებას და ზოგადად მოხდეს მისი ინტეგრირება ევროპულ სივრცეში"- აცხადებს მანანა ნაჭყებია.

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი დღეიდან ევროპისგან მეტ სარგებელს ელოდება.

"რაც მთავარია, ევროპისგან უნდა მივიღოთ ბევრად მეტი დახმარება დემოკრატიის ექსპორტის თვალსაზრისით. იმ სკეპტიკოსების აზრი, რომლებიც ცდილობდნენ ხალხისთვის მოეხვიათ აზრი, რომ ევროპა ჩვენსკენ არ გამოიხედავს, გაქარწყლდა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ყველა ვალდებულება და ამ ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე ის ხდება ევროპული ოჯახის წევრი. ბუნებრივია, გაჩნდა შანსი იმისა, რომ ეს ნაბიჯი გახდეს საწინდარი სხვა წარმატებისა. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ შანსი არის ნატოსა და ევროკავშირის წევრობისა"- დასძინა მანანა ნაჭყებიამ.

"ნიუპოსტთან" საუბრისას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებას ეხება.

მანანა ნაჭყებია, რუსეთის გააქტიურებას ვიზალიბერალიზაციის მიღებას უკავშირებს.

"რუსეთმა დაინახა, რომ მის გარეშეც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს წარმატებას ევროპის მიმართულებით და გვთავაზობს უვიზო რეჟიმს. პუტინი მიხვდა, რომ საქართველოსთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპული და არა ევრაზიული პერსპექტივა" - აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42