"ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლებების"- უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 19:14, 18 Dec, 2015     1860

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს და კოლეგებს ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნება მიულოცა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპასა და საქართველოს შორის საზღვარი უქმდება.

„დღეს არის 18 დეკემბერი, დღე, რომელიც ალბათ დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს საქართველოს ისტორიაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს ჩვენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საშემოდგომო სესიას ვხურავთ, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ დღეს ცნობილი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ამბავი იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება, უვიზო მიმოსვლა ნიშნავს სწორედ ამას. ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გილოცავთ ყველას, ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს. ტექნიკურად, რა თქმა უნდა, დარჩენილია გარკვეული სამუშაოები, მანამ, სანამ თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს ევროპაში ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლებების, ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, ვინც იშრომა ამ მიმართულებით და მინდა, ყველას მადლობა მოვახსენო. ამ ფონზე, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული სიამაყით მოვისმენთ, ყველა ჩვენგანი, საქართველოს ჰიმნს, რომელიც ამ დარბაზში კიდევ ერთხელ გაისმება სესიის დამთავრების გამო“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42