საორიენტაციო დრო შეიძლება იყოს 4-5 თვე - ევროკავშირის ელჩი ვიზალიბერალიზაციაზე
პოლიტიკა - 18:36, 18 Dec, 2015     1721
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა შეაფასა. იანოშ ჰერმანმა საქართველოს არსებული წარმატება მიულოცა. ჰერმანის თქმით რეკომენდაციები არაჩვეულებრივად შესრულდა, რამაც ქვეყანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე მიიყვანა:

„ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე და ბოლო შეფასების ანგარიში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე. ეს არის საქართველოს მხრიდან შესრულებული ვალდებულებებისა და წარმატებით გატარებული რეფორმების შედეგი. ეს არის რეკომენდაციების არაჩვეულებრივი შესრულება, რომელმაც მიგვიყვანა არაჩვეულებრივ წარმატებამდე. ყველას ვულოცავ არსებულ მიღწევას, მე შემიძლია, დაახლოებითი დრო გითხრათ. რაც ჩვენ ახლა ვიცით, ის არის, რომ ევროკომისია წარადგენს თავის წინადადებას ევროკავშირის სამართლებრივ ორგანოში, შემდეგ დაიწყება დისკუსიები და საბოლოოდ, პროგრესი წევრი ქვეყნების ხელშია. ასევე, ევროპარლამენტის წევრების ხელში. დრო, რომელიც საჭირო იქნება, გამოცდილებიდან გამომდინარე, და ჩვენ ეს გამოვცადეთ მოლდოვის შემთხვევაში, დრო, კომისიის პროგრესის ანგარიშსა და ვიზალიბერალიზაციის მიღწევამდე იყო ოთხიდან ხუთ თვემდე. ეს არის დაახლოებითი დრო, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საორიენტაციოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ვერ დავეყრდნობით, რადგან შესაძლოა, იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება ქვეყნებს შორის.“- განაცხადა ჰერმანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42