პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა. როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის დასკვნა არის ქვეყნის დიდი აღიარება და ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა.
„დღეს ჩვენ უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს და იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად სულ რამდენიმე თვე დარჩა, როდესაც ჩვენ საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. ეს დღევანდელი მთავრობის ძალიან დიდი გამარჯვებაა. თითოეულ მოქალაქესა და პოლიტიკოსს ვულოცავ. ამ მიღწევას სათანადო გამოყენება სჭირდება იმიტომ, რომ ევროპასთან და საქართველოს შორის საზღვრების გაუქმება არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, არამედ ეს მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაცაა. დღევანდელი დღე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია. ვისაც პასპორტში ვიზები გაქვთ, ეს გვერდები არ ამოხიოთ, რადგან ამ საკითხების ბოლომდე მიყვანას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






