"ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ევროკავშირის საბჭოს № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
დოკუმენტის თანხმად, სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
„საკანონმდებლო ან პოლიტიკური ჩარჩო, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპები და ოთხივე ბლოკის განმავლობაში არსებული ყველა პროცედურის იმპლემენტაცია შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტებს. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშნელოვან პროგრესს და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა. სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კომისია განაგრძობს საქართველოსთან აქტიურ მონიტორინგსა და უწვეტ თანამშრომლობას არსებული სტრუქტურებისა და დიალოგების საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საკონტროლო მექანიზმებით"- აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიის ანგარიში http://ec.europa.eu/transparency/regdoc/rep/1/2015/EN/1-2015-684-EN-F1-1.PDF
ქართულ ენაზე :http://newposts.ge/?l=G&id=94899
მასალის გამოყენების პირობები






