შემაშფოთებელია ბესელიას მითითებები, რომ ელისაშვილმა დანაშაულის ჩადენის ფაქტი უნდა ამტკიცოს - NGO-ები
პოლიტიკა - 15:20, 18 Dec, 2015     1836

არასამთავრობო ორგანიზაციები შეწყალების კომისიაში არსებულ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის და ზვიად ქორიძის განცხადებებს ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება შემჭიდროვებულ ვადებში უნდა წარიმართოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.

NGO-ების თქმით, საქმეში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

„საქმის დროულად და სრულყოფილად გამოძიებაზე განსაკუთრებული აქცენტების დასმის ნაცვლად, მათი მხრიდან მითითებები გაკეთდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით შესაძლო პასუხისმგებლობაზე. აგრეთვე გაკეთდა ბუნდოვანი მითითებები იმაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ დრომდე ალექსანდრე ელისაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს მომხდარზე ინფორმაცია. ამ რიტორიკას იზიარებდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და მოქმედი მთავარი პროკურორის განცხადებები.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებები და მითითებები იმაზე, რომ თავად ალეკო ელისაშვილმა უნდა ამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და რომ მისი ქმედებების მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება. საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ, რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან წახალისებული უნდა იყოს შესაძლო დანაშაულზე საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეების მხრიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს გავლენების მქონე პირებს, რაც განმცხადებლისთვის დამატებით ტვირთს და სირთულეს წარმოადგენს.

ცრუ დასმენის მოტივით პასუხისმგებლობაზე მითითება ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენს მოქალაქეებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლები, მოწმეები ან დაზარალებულები არ იკავებენ თანამდებობებს, მათ მიმართ დაბალია ცნობადობა და შესაბამისად ნაკლებია საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა. გარდა ამისა, სამართლებრივად მსგავს ბრალდებაზე მითითება არის ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და ვერც იქნება ვალდებული, თავად დაამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ან მოიპოვოს ასეთი ბრალდებისათვის საჭირო მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცრუ დასმენის მუხლის გამოყენების არაჯანსაღი პრაქტიკა არსებითად შეაფერხებს მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან და იმოქმედებს დანაშაულის შეტყობინების მაჩვენებელზე და მხილების შემთხვევებზე. ამ პირობებში კი განსაკუთრებით სახიფათოა საპროკურორო საბჭოს წევრებისა და დეპუტატების იმგვარი განცხადებები, რომელებიც პროცესის დროულად და ობიექტურად წარმართვის საფრთხეებს წარმოქმნიან და ამავდროულად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ პირზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგს აყენებენ.

საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ დაკვირვებას საქმეზე დაწყებული გამოძიების მსვლელობასა და მის შედეგებზე. აუცილებელად მიგვაჩნია, რომ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების პარალელურად, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ განმცხადებლების, მოწმეებისა და მათი ახლობლების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); იდენტობა; კავშირი “საფარი”; მედიის განვითარების ფონდი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” (OSGF); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42