"პასპორტის ჩვენება მიწევს წართმეული ქართველობის დასაბრუნებლად"- ე.წ "ნორვეგიელი ტურისტი"
სოც.მედია - 15:13, 18 Dec, 2015     13976

ნორვეგიულ ტურისტად შერაცხული ქართველი ოთო კობახიძის ფოტომ სოციალური ქსელი მოიარა და საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. თემამ ისეთი აქტუალობა შეიძინა, რომ ოთო კობახიძეს სოციალურ ქსელში განმარტების გაკეთება და ქართველობის „დასაბრუნებლად“ პასპორტის ჩვენება მოუწია:

„რა დრო დამიდგა, პასპორტის ჩვენება მიწევს წართმეული ქართველობის დასაბრუნებლად.

მოკლედ, ორი თვის წინ, თბილისში გატარებული მძიმე ორი კვირის შემდეგ, მე და ჩემმა მეგობარმა ქეთიმ ყაზბეგში ასვლა გადავწყვიტეთ, რომ ცოტა სუფთა ჰაერი მაინც ჩაგვესუნთქა. და გზად რომ ამდენი ნაგავი ვნახეთ, გერგეტელ ბერს ტომარა გამოვართვით, მეორე ტომარა გზაში ვიპოვეთ და იქვე 50-100 მეტრში მოვაგროვეთ მთელი ის ნაგავი.

საქმე ისაა, რომ მსგავსი რამ მართლა გააკეთა ჩემმა ოსლოელმა მეგობარმა, და იმ ფოტოს რომ ვდებდი, აღვნიშნე, თუ ნორვეგიელი ალაგებს აქაურობას, ჩვენ როგორ არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენსავე ქვეყანაზე თქო.

გუშინ კიდევ ვიღაცებმა ნახეს ეგ ფოტო, წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანეს და ფოტოზე მე ნორვეგიელი ტურისტი ვეგონე. იმანაც მართლა ჩამოიტანა ზაფხულში ნაგავი გერგეტიდან, მაგრამ იმ ფოტოზე მე ვარ და ოქტომბერშია გადაღებული.

სურვილს, რომ ზრუნავდე გარემოზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება გააჩნდეს. ბევრ ჩემ თსუ-ელ მეგობარს უთრევია სხვების დაყრილი დაგავი და უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, კილომეტრები ზურგზე მოკიდებული ნაგვით უვლია.

რა არ წავიკითხე იმ ფოტოზე, რომ ქართველები საშინელი ხალხი ვართ - უკაცრავად, მე ქართველი ვარ და ყველას ერთ ქვაბში ნუ მოგვხარშავთ. ნაგვის დაყრა თუ შეგვიძლია, შეგვიძლია - მისი აკრეფვაც.

მეორეც, ვიღაცებმა, როგორც ვითომ ნორვეგიელს მაგინეს,მერე ჩემს დას შეურაცხყოფა მიაყენეს და ა.შ. ტვინში იმდენს უჭირს , უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ძალიან ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ნამდვილად გვჭირდება...
ვიღაცამ მაგ ცცაბო კლდეზე ნაგავი როგორ ჩამოიტანაო..
ვიღაცამ ნორვეგიელი გვეტენებაო (სამყაროს ერთ-ერთი უგანვითარებულესი ქვეყნის ნორვეგიის მოქალაქე რომელიმე ქართველს რატომ უნდა გეტენებოდეთ, მითხარით)...

მიხარია, რომ/თუ ცოტა წვლილი შევიტანეთ ქეთიმ და მე იმაში, რომ ათასობით ადამიანი ავალაპარაკეთ, რომ უკიდურესად დანაგვიანებულ გარემოში ვცხოვრობთ და რომ ეს და ჩვენი ბუნებისადმი დამოკიდებულება, სრულებით შესაცვლელია.

პ.ს. იმედია ამ საღამოს მეცოდინება, რომ ამ პასპორტით 25-30-ით მეტ ქვეყანაში შევალ უვიზოდ.“- წერს ოთო კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42