საქართველოს პრეზიდენტს ბიზნესმენებმა ვეტოს მოთხოვნით მიმართეს
პოლიტიკა - 15:10, 18 Dec, 2015     1770

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც პარლამენტის მიერ ე.წ „საპოლიციო გამოსახლების“ ინსტიტუტის გაუქმების შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ.

აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით ქვეყანაში არსებულმა ბიზნესასოციაციებმა საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს. შეხვედრა ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.

„ბიზნესმენებს საქართველოს პრეზიდენტის დავალებით შევხვდი. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, მათი არგუმენტები „საპოლიციო გამოსახლებასთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული არ არის, შესაბამისად ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ არსებულ ვითარებას.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა მოხდეს ბიზნესმენებთან, მას შემდეგ რაც კანონპროექტი პრეზიდენტთან გადმოიგზავნება.

თემას ბიზნესმენებთან ერთად ვსწავლობთ, რის შემდეგაც პრეზიდენტიშესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ასევე, ბიზნესგარემოს სტაბილურობისათვის, თითოეული მოქალაქის, თუ იურიდიუული პირისათვის თავიანთი საკუთრების უფლების რეალიზაციის პროცესში. „საპოლიციო გამოსახლებასთან“ დაკავშირებულ ცვლილებების ამოქმედება საკუთრების უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე ტოვებს ქვეყნის მოქალაქეებს, წარმოშობს პრობლემებს საბანკო სექტორში, ნეგატიურეად აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე და ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს ექსპორტის განვითარების ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42