"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ,ნანა მაისურაძის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება.
„პარტიისთვის მნიშვნელოვანია,აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. გამოძიების შეუფერხებლად წარმოების უზრუნველსაყოფათ, ნანა მაისურაძეს შეუჩერდება თანამდებობრივი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა მაისურაძე გუშინ დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით აიღო 50 000 აშშ დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები






