საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს თემა ქვეყანაში გამეფებული სისტემური კორუფციის მაგალითია - რატიანი
პოლიტიკა - 13:51, 18 Dec, 2015     567

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სერგო რატიანმა, პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყანაში გამეფებული სისტემური კორუფციის მაგალითებზე ისაუბრა.

"დღეს ჩვენ სისტემურ კორუფციასა და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტში, საგამოძოებო კომისიის შექმნაზე ვსაუბრობთ. მინდა ერთი შემთხვევის მაგალითზე გაჩვენოთ არის თუ არა აქ, კორუფციის ნიშნები. ვგულისხმობ საყდრისი-ყაჩაღიანის თემას.

მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, უმრავლესობას, დღეს როგორ ფიქრობთ, გააჩნია თუ არა საყდრისი-ყაჩაღიანს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი და იყო თუ არა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? რამე თუ გამაკვირვებდა ამ მიმართულებით არ მეგონა, მაგრამ 2014 წლის 7 მაისის კანცელარიის შეტყობინების მიხედვით, რომელიც მათ ახალგაზრდა იურისტებს მათ მიერ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვის შემდეგ გაუგზავნეს, მთავრობა წერს, რომ "საყდრისი-ყაჩაღიანს არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი არ გააჩნია. ის კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს, საყდრისი-ყაჩაღიანში კულტურული ფენა არაა." ამას წერს საქართველოს მთავრობა. მხოლოდ ამის გამო, რომ პრემიერმა გაბედა და ეს დაწერა, მხოლოდ ამის გამო უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

მოვლენებს რომ გავყვეთ, ირკვევა, რომ წლების განმავლობაში, საყდრისი-ყაჩაღიანზე კვლევას ატარებდნენ გერმანელების, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტები. არსებობს მათი დასკვნებიც, რომ საყდრისი არის ყველაზე ძველი ოქროს საბადო, მთავრობა ამას ყურადღებას არ აქცევს და ამბობს, რომ საერთოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არაა.

ამ თემის ირგვლივ იყო ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, სასამართლოს გდაწყვეტილებები, რაც მთავრობამ ისევ არ გაითვალისწინა. გასული წლის 29 დეკემებრს, უმნიშვნელოვანესი ძეგლი ააფეთქეს, რადგან სრულიად უსასყიდლოდ ლიცენზია, არემჯი გოლდს გადაეცა.

აქ საუბარია სისტემურ კორუფციაზე, რომელშიც რამდნეიმე უწყება - საქართველოს მთავრობა, ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროკურატურა მონაწილეობდა. ასევე, საქართველოს პარლამენტიც, რომლის დეპუტატებზეც ზეწოლა ხორციელდებოდა.

ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან რა პრეტენზია გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, მინდა გითხრათ, რომ თუნდაც საყდრისის აფეთქბის შემდეგ ვინმე ფიქრობს, რომ მისი ვალი აქვს, ასე არაა. მან ამ ქმედებით, ვალისგან გაგათავისუფლათ“, - განაცხადა რატიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42