იუსტიციის სამინისტრომ ბათუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა
პოლიტიკა - 12:29, 18 Dec, 2015     1462

იუსტიციის მინისტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. თეა წულუკიანმა სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. საუბრის თემა საქართველოს ევროპული მომავალი იყო.

დღესვე იუსტიციის სამინისტროსა და ბათუმის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, აკადემიური პერსონალის მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს ჩაატარებენ; ითანამშრომლებენ სხვადასხვა საფეხურის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების კუთხით; საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო ღონისძიებებსა თუ პროექტებში.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ, საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროში გაიარონ. იუსტიციის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, შეუქმნას მათ დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობები და დაეხმაროს პრაქტიკის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაწყვეტაში.

ბათუმის უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ორგანიზება გაუწიოს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების ჩატარებას; მოაწყოს სამინისტროს სისტემაში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივების, წინადადებებისა და დასკვნების განხილვა; შესთავაზოს სასერტიფიკატო კურსები სამინისტროს სხვადასხვა პროგრამაში ჩართულ პირებს საკუთარი ხარჯებით ან შეღავათიანი პირობებით.

თანამშრომლობის მიზანი სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მეთოდური სიახლეების დანერგვა, იურიდიული განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი და სამეცნიერო პროექტის ერთობლივი განხორციელებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42