რიგითი ქართველები უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან - იანოშ ჰერმანი
პოლიტიკა - 12:18, 18 Dec, 2015     1469

ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე და ანგარიშის გამოქვეყნების თემაზე განმარტებებს აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანი. ელჩი ადასტურებს, რომ დოკუმენტი დღეს გახდება საჯარო და ამის შემდეგ ის თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.

“საერთო ჯამში ჩვენი შეფასება პოზიტიურია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს თავდადებას როგორ ასრულებს ის ასოცირების შეთანხმებას. ვაღიარებთ ასევე მიღწეულ პროგრესსაც. რა თქმა უნდა, განხივილავთ, რაც დაგვრჩა გასაკეთებელი. ასოცირების პროცესი გრძელვადიანია. საქართველომ მისი გაბხორციელება კარგად დაიწყო. სრულყოფილად შესრულება კი დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ესაა კანონის უზენაესობა, დემოკრატიის ფუნქციონირების ხარისხი. გვეძლევა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ ევროკავშირის როლზეც, რამდენად ეფექტურია ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში. ეს არის მთავარი საკითხები, მაგრამ ჩემთვის პირადად უფრო მნიშვნელოვანია მოვუსმინო არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა ჰერმანმა.

მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ის პირადად ჩაატარებს პრესკონფერენციას.

„ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი. მაგრამ ამ პრესკონფერენციაზე წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას ამ ამგარიშს. გულახდილად გეტყვით, რომ ის ჯერ მეც არ მინახავს. ვიცი , რომ დიდი მოლოდინი გაქვთ. მაგრამ, თუ ანგარიში იქნება პოზიტიური, მისი გამოქვეყნების შემდეგაც პროცესი გაგრძელდება. მას განიხილავენ კონსილიუმში და საკანონმდებლო ორგანოებში. ასე რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. გარდა იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ რიგითი ქართველები თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ შენგენის ზონაში, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული გახდებიან ევროპასთან“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.


წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42