დევნილთა მინისტრს სოზარ სუბარს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს.
ამის შესახევ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველა საშინაო დავალება წარმატებით შეასრულა.
"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენი მოლოდინი არის აბსოლუტურად დადებითი. პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რასაც საშინაო დავალება ერქვა. უნდა აღინიშნონს, რომ ეს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. მანამდე დაიწყო ეს პროცესი უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ წინა ხელისუფლებას ეს პროცესი საქართველოში არც დაუწყია და ვერც დაიწყებდა. დღეს რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ის ვალდებულებები, რომელიც საქართველომ შეასრულა ისეთი ტიპის სოციალური ვალდებულებებია, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა სააკაშვილისა და მისი გუნდის ფსევდო-ლიბერტარიანულ განცხადებებს. რასაც ევროკავშირი ითხოვდა ჩვენგან და რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისა, რის დეკლარირებასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






