ჯანეტ ქერდიყოშვილის შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნოდიკო ტატიშვილი მოექცა. ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მისმა პასუხებმა ხალხი აღაშფოთა და უკმაყოფილო ადამიანების სტატუსებმა მოიცვა მთელი ფეისბუკი. ყველაფერი კი ამით დაიწყო:
ნოდიკო ტატიშვილი: ვფიქრობ, რომ ქალი უნდა იყოს ქალური, ის უნდა ჰგავდეს ქალს და არა არაქალს. ყველა ქალი არ არის ნაზი. ადრე ვფიქრობდი, რომ შინაგანი სამყარო იყო მთავარი, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ასე არ არის.
- რა მოთხოვნები გექნებათ იმ ქალის მიმართ, ვინც თქვენი მეორე ნახევარი გახდება?
- გამზარდა დედამ, რომელიც არასდროს მაკლებს მოვლა-პატრონობას, გემრიელ სადილ-ვახშმებს. ჩემ უზარმაზარ გარდერობში რომ შეიხედოთ, გესიამოვნებათ. სასცენო სამოსი და ფეხსაცმელები ერთად არის მოთავსებული, ყოველდღიური - ერთად.
რადგან ამ ყველაფერს შეჩვეული ვარ, ჩემ ცოლსაც იმავეს მოვთხოვ. მას ამისთვის დამხმარე ქალი არ უნდა დასჭირდეს. ცოლის მზრუნველობა ბევრად მაგარია, ვიდრე უცხო ქალის, რომელიც კვირაში ერთხელ მოდის და შენს ნივთებს აწესრიგებს. სიყვარული მძაფრდება მაშინ, როცა ხედავ, საყვარელი ქალი როგორ გივლის და გეფოფინება. ქალი არ უნდა იყოს ფეთხუმი.
პედანტი ვარ და შეიძლება ამის გამო, გავშორდე. ყველაფერი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ქალს არ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, რომ მტვერი გადაწმინდოს. რა მკაცრი ქმარი ვიქნები წარმოგიდგენიათ? მკაცრი რომ არ ვიყო, ჩემმა ცოლმა ყველა ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
ინგა გრიგოლიამ ამ თემას სოციალურ ქსელში მოკლე სტატუსიც მიუძღვნა: „ჟანეტს + ნოდიკო და ნაღდი ქართული ოჯახიც შეიქმნებოდა''.
ამ თემისთვის გვერდი არ აუვლია არც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელმს, ირაკლი ვაჭარაძეს, რომელმაც ასევე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა: „ქალთმოძულე გეი, რომელიც ოცნებობს საჯაროდ დაამციროს ქალი, არის სიმდაბლის ყველაზე ამაზრზენი გამოვლინება ლგბტ თემში. ჩვენ თუ თავად არ გავუწიეთ ამას შიგნიდან წინააღმდეგობა, უმრავლესობა არასდროს შეწუხდება მის იდეოლოგიურ სამსახურში ჩამდგარი მონებით.
ქართველმა მომღერალმა გეი კაცებმა უნდა შეწყვიტონ ქალების დამცირება. თქვენი ბოდვებიღა აკლდა ქალების ისედაც გამწარებულ ყოფას!“
მასალის გამოყენების პირობები






