„თბილისი - ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი 2020“ - სტატუსის მოპოვებისთვის განაცხადი 2017 წელს გაკეთდება
პოლიტიკა - 15:54, 17 Dec, 2015     1581
თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან და ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელ ალუდა გოგლიჩიძესთან ერთად მერიის მუნიციპალიტეტის ააიპ „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ მიერ გამართულ პირველ ახალგაზრდულ კონფერენციას დაესწრო. „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ 2017 წლის თებერვალში განაცხადის გაკეთებას გეგმავს, რათა 2020 წელს თბილისმა ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვება შეძლოს.

აღნიშნული სტატუსი ევროპულ ქალაქებს ერთი წლის ვადით გადაეცემა და ამით ეძლევათ შანსი, წარმოაჩინონ ქალაქი ევროპის მასშტაბით, წლის განმავლობაში ორგანიზება გაუწიონ ადგილობრივ და ევროპულ ახალგაზრდულ აქტივობებს, ხელი შეუწყონ ქალაქის სოციალური, ეკონომოკური და კულტურული განვითარების პროცესს და შესაბამისად წარმოაჩინონ სტატუსის მქონე ქალაქი, როგორც ევროპის ღირსეული ნაწილი, რომელიც ზრუნავს ადგილობრივ და ევროპულ დონეზე ახალგაზრდების განვითარებასა და მათი პოტენციალის რეალიზებაზე.

სტატუსის მოპოვება სისტემური და გრძელვადიანი პროცესია, რომელშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული პრიორიტეტების შემუშავება და მხარდაჭერა. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის „თბილისი - ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქი 2020“ დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციების და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელთა მხარდაჭერის მოპოვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისი ახალგაზრდული თვალსაზრისით იყოს უფრო მეტად აქტიური, იყოს უფრო მეტად ცოცხალი, სწორედ ამიტომ, თბილისის მერია ბევრ საინტერესო პროექტს და პროგრამას ახორციელებს, თუმცა, აქ არ ვჩერდებით და ვამზადებთ აპლიკაციას იმისათვის, რომ 2020 წელს თბილისს მიენიჭოს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი. ამ მიზნით, 2016 წლის განმავლობაში, ბევრი სხვადასხვა სახის მოსამზადებელი სამუშაო გვექნება ჩასატარებელი, რათა 2017 წლის გაზაფხულზე შესაბამისი განაცხადი წარვადგინოთ და 2020 წლისთვის მივიღოთ ისეთი ქალაქი, სადაც ძალიან ბევრი ევროპული სტილის ახალგაზრდული და კულტურული ღონისძიება ჩატარდება. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე დავიწყეთ, მათ შორის არის თბილისში ევროპული ტიპის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, სხვადასხვა სახის ევროპული მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებების ჩატარება და სხვა. ეს ყველაფერი იქნება საკმაოდ კარგი ბაზისი, რათა 2017-ში უფრო თავისუფლად და თამამად გავაკეთოთ განაცხადი სტატუსის მოპოვებაზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი პირველად 2009 წელს როტერდამს (ნიდერლანდები) გადაეცა. მომდევნო წლებში კი დამკვიდრდა პოლიტიკა, რომელიც ევროპის ყველა ქალაქს შესაძლებლობას აძლევს გააკეთოს განაცხადი სტატუსის მოპოვების შესახებ. შემდგომ წლებში, ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსით სარგებლობდნენ: ტორინო (იტალია) 2010 წელს, ანტვერპენი (ბელგია) 2011 წელს, ბრაგა (პორტუგალია) 2012 წელს, მარიბორი (სლოვენია) 2013 წელს, თესალონიკი (საბერძნეთი) 2014 წელს. კლუჟ-ნაპოკა (რუმინეთი) კი, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქია. 2016 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი განჯას (აზერბაიჯანი), ხოლო 2017 წელს ვარნას (ბულგარეთი) გადაეცემა. 2018 წელს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მფლობელი ქალაქი კაშკაიში (პორტუგალია) იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42