ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ამბობს, რომ მისი პოლიტპატიმრის სიიდან ამოღება თინა ხიდაშელის ფაქტორს უკავშირდება. როგორც სკაიპ-პრესკონფერენციაზე მამალაძემ განაცხადა, მას ეს ინფორმაცია ეკა ბესელიასთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.
„2012 წლის ნოემბერში, როდესაც განხილვები მიმდინარეობდა ჩემზე იყო გარკვეული მინიშნებები, რომ იცით რაა, კომისიაში საკითხი იხილება, მაგრამ თქვენთან გარკვეული ურთიერთობა უნდათ. იყო მინიშნებები მატერიალურ დაინტერესებაზე. ვერ გეტყვით ვისი მხრიდან იყო ეს მინიშნება, თუმცა ვიტყვი, რომ ეს პიროვნება ეკა ბესელიას ახლობელი იყო. მას შემდეგ რაც ის ბიძნურ თამაშს არ ჩავყევი, სიიდან ამომიღეს. როცა საკითხის გარკვევა დავიწყე, ბესელიას გარემოცვის მხრიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩემი ამოღება მოხდა იმის გამო, რომ პირადად თინა ხიდაშელი ერეოდა საქმეში. ხიდაშელი მისული იყო ივანიშვილთან, ჩემზე ცუდს ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ ჩემი სიაში შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან პოლიტიკურ პროცესებში ხელს შევუშლიდი. მე მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ზურგს უკან ამოფარებულები ეკა ბესელიას თუ თინა ხიდაშელის სახით, ბიძნურ საქმეებს ჩადიან და ექს-პრემიერს მოვუწეოდებ ადამიანები, რომლებიც მის სახელს ბღალავენ, "ქართული ოცნებიდან" გარიცხოს“, - განაცხადა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






