,,ბუსუსებიან პრეზერვატივზე“ საშიში პიროტექნიკა, რომლის გაყიდვაც კანონით არ რეგულირდება
პოლიტიკა - 15:20, 17 Dec, 2015     4102
ახალ წლამდე ორი კვირით ადრე კიდევ უფრო მომრავლდა ის ადგილები, სადაც სახალწლო პიროტექნიკა იყიდება. სავაჭრო დახლებზე სხვადასხვა სახეობის ე.წ ასაფექებელ სათამაშოებს აქტიურად ყიდულობენ .

პიროტექნიკის ფასები 10 თეთრიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს. ხშირად თანხას ე.წ „ბომბოჩკებში“ 7 -იდან 15 წლამდე მოზარდები იხდიან.

აღსანიშნავია, რომ გასაყიდად გამოტანილ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ინსტურქცია ქართულ ენაზე არ მოჰყვება და მისი შეძენა ხშირ შეთხვევაში უსიამოვნო შედეგით სრულდება.

მარტო 2014 წლის 31 დეკემბრის ღამეს საახალწლო პიროტექნიკით დაზიანების 582 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავებულთაგან უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო.

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ პიროტექნიკის გაყიდვის რეგულაციის არარსებობის გამო, სახიფათო სათამაშოები აქტიურად იყიდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

აქიდან გამომდინარე, სხვადასხვა სკოლების მასწავლებლები და მშობლები აქტიურად უერთდებიან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ე.წ სათამაშო ასაფეთქებლების აკრძალვას ითხოვს. მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს , მთავრობასა და პრეზიდენტს შესაბამისი რეზოლუციის მიღების მოთხოვნით მიმართავენ. ხემმომწერები ითხოვენ, რომ ასაფეთქებელი საშუალებები, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ მხოლოდ ახალი წლის ღამეს. სხვა შემთხვევაში, ჩაითვალოს საზოგადოებრივი წესრიგის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიმშვიდისა და მათი უფლებების დარღვევად.

ამ დროისთვის პეტიციას 5600- ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მთლიანობაში კი 10 000 ხელმოწერაა საჭირო.

სახიფათო სათამაშოების აკრძალვის მომხრეთა შორის არიან მაყაშვილებიც. რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ფეისბუქზე ძმის ფოტო ატვირთა, რომელზეც ჩანს, რომ მას ასაფეთქებლებისგან დამწვრობა აქვს მიღებული. საბედნიეროდ ნინუცა და რუსკა მაყაშილის ძმა გადარჩა და ამჯერად თავს კარგად გრძნობს. მაგრამ ამ შემთხვევამ გააძლიერა მოთხოვნა, რომ ასაფეთქებლების გაყიდვა საერთოდ აიკრძალოს.

გაუმართლა 4 წლის ანდრია ონიანსაც, მოზარდმა ბურბუშელა "მინსტერში" საჩუქრის სახით მოთავსებული პიროტექნიკა შეჭამა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს რომ ე.წ „ხლაპუშკა“ ჩაეღეჭა შემთხვევა შესაძლოა ფატალურად დასრულებულიყო.

-უნდა აიკრძალოს თუ არა საახალწლო პიროტექნიკის გაყიდვა მოზარდებზე? - ეს კითხვა „ნიუპოსტმა“ პარლამენტარებს დაუსვა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ. დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, გარკვეული რეგულაციები ამ კუთხით უნდა არსებობდეს.

„ჩვენ ვიმსჯელებთ, რომ მოსახლეობის და მითუმეტეს ბავშვთა უსაფრთხოება დაცული იყოს. გვესმის, როცა საქმე გვაქვს სერიოზულ ასაფეთქებლებთან, მათი პატარების ხელში აღმოჩენა დაუშვებელია, ამ კუთხით გარკვეული რეგულაციები უნდა არსებობდეს“ - აღნიშნა დეპუტატმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი კი ამბობს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, საჭიროა გამყიდველის ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული.

„ამ მიმართულებით რაღაც ტიპის ჩარჩოს მოფიქრება შეიძლება. სადაც ჩვენი მოქლაქეები, ბავშვების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს, ამავდროულად ადამიანებს შემოსავალი უნდა ჰქონდეთ“- ამბობს ენმ-ს წევრი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმნომადგენელი ამირან შენგელია მიიჩნევს, რომ პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვანებზე არ უნდა ხდებოდეს.

„პიროტექნიკაზე უნდა იყოს ქართული წარწრა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს მისი შენახვის ვადები, გამოყენების წესები, უსფრთხოების წესების დაცვაზე კი ის ფირმაა პასუხისმგებელი, რომელმაც პიროტექნიკა შემოიტანა“- ამბობს შენგელია.

„ნიუპოსტი“ პლასტიკური ქირურგიისა და დამწვრობის ცენტრის დირექტოს გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, პიროტექნიკით დაზიანებულთა შორის 60 % მოზარდია.

„შარშანდელ სტატისტიკას მოგახსენებთ, ხიჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში 80 პაციენტი შემოვიდა, აქედან 20 -ს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა. 12 - ს კი ქირურგიული ჩარევა. პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ინსტრუქცია უმეტესად ჩინურ ენაზეა. ამიტომ ხშირად ფეიერვერკის ჰაერში გაშვების ნაცვლად , აივნიდან სახლში აგდებენ, ზოგსაც არასწორად უჭირავს და ხელში უფეთქდება. იყო შემთხვევა, როცა უკვე აფეთქებულ მაშხალას ბავშვმა ცნობისმოყვარეობის გამო ჩახედა, სწორედ ამ დროს ისევ აფეთქდა და თვალი დაუზიანა“- განაცხადა ქაშიბაძემ.

კითხვაზე უნდა აიკრაძალოს თუ რა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან პიროტექნკის გაყიდვა, ქაშიბაძე ამბობს, რომ შეზღუდვა აუცილებელია, თუმცა ასაფეთქებლების შეძენა მოზარდებს სკოლის მიმდებარედ თუ არა მაღაზიებშიც თავისუფლად შეუძლიათ.

„რაც არ არის აკრძალული, ის არის ნებადართული. თუმცა, როგორც გადასახადების გადამხდელი, მენანება ბიუჯეტში შეტანილი თანხის არამიზნობრივი ხარჯვა იმ პრობლემაზე, რომლის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება. პიროტექნიკით მიყენებული დაზიანების აცილება მშობლებს შეუძლიათ. სკოლასთან გაყიდვის აკრძალვა არამგონია შედეგის მომტანი იყოს. ჩემი აზრით, მშობლებმა მინიმუმ ნახევარი საათი უნდა დახარჯონ იმის ახსნაში, რომ პიროტექნიკის გამოყენება უსაფრთხო არ არის“ - დასძინა მან.

ჩვენ განათლების სამინისტროსაც დავუკავშირდით. სანიკიძის უწყებაში გვითხრეს, რომ არასრულწლოვანებისთვის პიროტექნიკის მიყიდვის წესი არ არსებობს.

„სკოლის ტერიტორიაზე არ იყიდება საახალწლო პიროტექნიკა. მანდატურის სამსახური აქტიურად აკონტროლებს ამ საკითხს. რაც შეეხება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პიროტექნიკის გაყიდვას, ამას ჩვენი სამინისტრო ვერ აკრძალავს“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა.

როგორც გაირკვა, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც სახიფათო სათამაშოების არასრულწლოვანისთვის მიყიდვას კრძალავს, მაშინ როცა აღნიშნული სათამაშოები არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე მთავრობის მიერ აკრძალული „ბუსუსებიანი პრეზერვატი“.


დათო ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42