საქართველოს შს მინისტრმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
პოლიტიკა - 13:46, 17 Dec, 2015     471

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ შს მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის: აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორ ჯეიმს კომეისთან; აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან; აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჩაკ როზენბერგთან; აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დირექტორ კენეტ მეიერსთან და ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორ ვერნან ქანანთან.

გიორგი მღებრიშვილმა ამერიკელ სამართალდამცველებთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. შს მინისტრის თქმით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომეიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების სრული მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მზადაა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებისა და გამომძიებლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმაროს.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორმა კენეტ მეიერსმა შს მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა: „ჩვენ ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. საქართველო არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით“.

გიორგი მღებრიშვილთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ. მათ მხარი დაუჭირეს დაგეგმილ რეფორმებს და შემუშავებული პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ.

შს სამინისტროს დელეგაცია ასევე ეწვია საქართველოსთან დაძმობილებულ ჯორჯიის შტატსა და ადგილობრივ სამართალდამცველებთან შეხვედრები გამართა, მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

აშშ-ში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის დეტალებით ადგილობრივი მედიასაშუალებებიც დაინტერესდნენ. ჟურნალისტებთან ინტერვიუების დროს გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების წარმატებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42