მერიაში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 12:59, 17 Dec, 2015     879

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობაზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიამ 2012 წლიდან განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობის კუთხით, კანონმდებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები გაჩნდა. დავით ნარმანიამ მაგალითად დაასახელა დედაქალაქის ბიუჯეტის დაგემვაში მოქალაქეების ჩართულობა.

თბილისის მერმა ისაუბრა რეფორმის ორ მნიშვნელოვან ასპექტზე. მისი თქმით, პირველი ასპექტია ხელისუფლებისა და მოსახლეობის მეტი სიახლოვე, ხოლო მეორე - არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, რადგან, მერის განცხადებით, ამომრჩეველმა ისინი პირდაპირი არჩევის წესით, 50%-იანი ბარიერით აირჩია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გზამკვლევზე. დოკუმენტი გუშინ კონგრესსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმდა. გზამკვლევში მოცემულია პროგრესის გაგრძელებისათვის საჭირო ნაბიჯები. კონგრესის პრეზიდენტის ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ქვეყანაში არსებული ძლიერი და დამოუკიდებელი მმართველობის კიდევ უფრო გამყარებას.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობების განვითარებას. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით თბილისში. ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ მიდის ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი ინოვაციური მმართველობის თვალსაზრისით. რაც შეეხება კონგრესის გზამკვლევს, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტისათვის. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო რეფომებთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპული სტილის ადგილობრივ თვითმმართველობას. ძალიან საინტერესო თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს , მაგრამ მომავალში ვაპირებთ, სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გავიზიაროთ. ამასთან, მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც პერიოდულად კონგრესი გვაძლევს, იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ რეფორმის გზაზე“-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42