ჯანდაცვის სამინისტრომ 30,000 პენსიონერს საარსებო შემწეობა მოუხსნა - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 11:22, 17 Dec, 2015     1288

"ერთიანი ნაციონალუცი მოძრაობის" სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მარტოხელა პენსიონერებისთვის სოციალური შემწეობის მოხნას აგრძელებს.

“2015 წლის ივლისში ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ 2013 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 506,245-დან 377,971 მოქალაქემდე შემცირდა. 2013 წლის იანვრიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

დავით სერგეენკოს საჯარო შეპირების მიუხედავად, სიღარიბეში მცხოვრებ პენსიონერთათვის სოციალური შემწეობის მოხსნის პროცესი არც ივლისის შემდეგ გაჩერებულა. სოციალური შემწეობის მიმღები 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა კიდევ 6,000-მდე ადამიანით შემცირდა. ამდენითვეა შემცირებული იმ ოჯახთა რაოდენობა, სადაც 1 ან 2 წევრია, რაც ადასტურებს, რომ სერგეენკოს მიერ შემორებული მეთოდოლოგიის სამიზნე ისევ და ისევ მარტოხელა მოხუცები არიან.

სოციალური შემწეობის მიმღები მოსახლეობის ხარჯზე ივანიშვილის მთავრობამ 2015 წლის იანვრიდან დღემდე 15 მლნ ლარი დაზოგა, რაც ზღვაში წვეთია ჩინოვნიკების მიერ აღებული პრემიებისა და დანამატების ფონზე.

თანაც ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი.

ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. ამასთან, აუცილებელია, რომ საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს არასწორი პოლიტიკის გამო უსახსროდ დარჩა.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42