პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ISIS-ის მებრძოლების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით ოსური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.
მისი თქმით, ამით დე ფაქტო ხელისუფლებას სურს ყურადღების გადატანა და მოლაპარაკებების ჩაშლა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
"ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არ არის დაკავებული. ამიტომ, მათი ეს განცხადება შესაძლოა მივიჩნიოთ მხოლოდ, როგორც პროვოკაციული და მიზანმიმართული იმისკენ, რომ მოლაპარაკებები ან ჩაიშალოს ან არ დადგეს ის ძირითადი საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების არსებობის შესახებ. სანაკოევის მტკიცებით, ISIS-ის მებრძოლები პანკისში იმყოფებიან და წინასაახალწლო პერიოდში პროვოკაციებს გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






