"ქურდს ქუდი ეწვოდაო, თუ მართლები ხართ შეიქმნას საპარლამენტო კომისია" - კანდელაკი უმრავლესობას
პოლიტიკა - 21:01, 16 Dec, 2015     1584
"თუ დასამალი არაფერი გაქვთ და თქვენს სიმართლეში დარწმუნებულები ხართ, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც კორუფციულ საქმეებს გამოიძიებს და გვამხილეთ სიცრუეში" - ასე მიმართა უმრავლესობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.
"ანტიკორუფციული კომისიის შექმნის წინადადებაზე პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების გაუწონასწორებელი რეაქცია, ანდაზას - ქურდს ქუდი ეწვოდაო, მახსენებს. თუ დასამალი არაფერი გაქვთ, შეიქმნას ეს კომისია და გვამხილეთ სიცრუეში. მაგრამ თქვენ კარგად იცით, იმ ფაქტების შესახებ, რომელიც ადასტურებს რომ ბიზინა ივანიშვილის გუნდი და პირადად ის, ყოვლად აღვირახსნილი ფულის კეთებითაა დაკავებული, რომ ის საქართვეოს თითოეულ მოქალაქეს ჯიბეში ჩაუძვრა, რადგან თავისი 7 მილიარდი გაზარდოს.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი ივანიშვილის ჯიბეში მიდის, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი ასუბსიდირებს ე.წ. იაფი სესხის პროგრამას, რომლითაც ივანიშვილის ბიზნესები ფინანსდება. ეს კორუფცია არაა?! ეს გამოძიებას არ იმსახურებს?! ", - აღნიშნა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42