„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე ბიძნა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გია ვოლსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ექსპრემიერმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა სტატუსით ჩაერთვება იგი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
რაც შეეხება უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე ექსპრემიერის მისვლას, როგორც კობახიძე ამბობს, ივანიშვილისგან რამდენიმე რჩევა მიიღეს.
„რჩევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ყველა ის პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მსჯელობის საგანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს“, - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






