პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ადასტურებს, რომ შეწყალების პროცესში მაღალი თანამდებობი პირები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საეჭვოდ აქტიურობდნენ.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს საფუძველი ნამდვილად გააჩნია.
„პრეზიდენტთან მუშაობის დროს მე მსმენია იმ გადაჭარბებული და ზედმეტი აქტივობების შესახებ იმ პიროვნებების მხრიდან, რომელიც დღეს არის თავის მართლების რეჟიმში. ეს იყო საკმაოდ შემაწუხებელი. ბატონი ელისაშვილი, რასაც ამბობს, მას აქვს რეალური საფუძველი აქვს. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვარ მომსწრე იმ საუბრისა, როდესაც ეს იყო შემაწუხებლად და ზედმეტად მიჩნეული ადმინისტრაციაში. პრეზიდენტთან ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე, რომ ცოტა ზედმეტ კითხვებს იწვევდა, თუ რას ემსახურებოდა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ეს აქტივობა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






