"ძალიანაც კარგი, რომ ეკა ბესელიამაც იწვნია, მანანა კობახიძემაც და უსუფაშვილსაც მოხვდა"- კაკაბაძე
პოლიტიკა - 15:34, 16 Dec, 2015     4877
პოლიტპატიმრები საკუთარი საქმეების გადახედვის მოთხოვნით პარლამენტს მიმართავენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ გააკეთა. პოლიტპატიმართა სიის ერთერთი ავტორის თქმით სიაში ადამიანები რაიმე გარიგების მიხედვით არ შესულან და ყველა მათგანი ამ სტატუსს ნამდვილად იმსახურებდა. კაკაბაძე პოლიტპატიმრების სიის სკანდალს ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ სტატუსით გატავისუფლებული ადამიანების საქმეების გადახედვა ამ დრომდე არ მომხდარა.

„კეთილი ინებეთ და ჩვენი საქმეები გადახედეთ, ეს იქნება პოლიტპატიმრების კატეგორიული მოთხოვნა და არა მარტო მოთხოვნა. ისინი ითხოვენ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას, რადგან ალეკო ელისაშვილი ოფიციალურად არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას და მას რატომ უნდა ქონოდა ინტერესები, როცა ინტერესი, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ფინანსურ გარიგებებზე ამბავი აეგორებინათ ნაციონალებს ზოგიერთ ტელეკომპანიასთან ერთად ქონდა.“- განაცხადა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძის თქმით, ხელისუფლებას რომ თავიდანვე ყურადღება მიექცია პოლიტპატიმრების საქმეებისთვის, დღეს სიტუაცია გართულებული არ იქნებოდა და კითხვის ნიშნებიც არ იარსებებდა.

„ძალიანაც კარგი, რომ ეკა ბესელიამაც იწვნია, მანანა კობახიძემაც და უსუფაშვილსაც მოხვდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაინძრევიან, იზრუნებენ და ამ საქმეებს გადახედავენ.“- აღნიშნა კაკაბაძემ.

კაკაბაძემ კონკრეტულ მსჯავრდებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოჭორიშვილს ჰქონდა სურვილი პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრილიყო თუმცა ეს პირი მათ სიაში არ ჩასვევს. ამასთან კაკაბაძე ამბობს, რომ ფხაკაძე პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული პირი იყო და იმიტომ მოხდა სიაში. კაკაბაძე დერვიშაძის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო.

ნანა კაკაბაძე ალეკო ელისაშვილს მიმართავს და მოითხოვს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა კონკრეტული პიროვნებების სახელები და გვარები დაასახელოს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42