6 თვეში თანამდებობის პირებზე 5 მილიონ ლარზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა
პოლიტიკა - 15:33, 16 Dec, 2015     1260

IDFI 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს სამინისტროების და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საქართველოს 14 სამინისტროს და 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 5 477 391 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემია, საიდანაც პრემიის სახით გაიცა 945 229 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით - 4 532 162 ლარი.

აქედან ყველაზე მეტი 730 301 ლარი გაცემულია თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ მოდის საგარეო საქმეთა სამინისტრო 551 155 ლარით და კულტურის სამინისტრო 504 830 ლარით.

2014 წლის მსგავსად, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაშიც სამინისტროების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტად დარეგულირებულია მინისტრის შრომის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 6 250 ლარს (თანამდებობრივი სარგო- 3540 ლარი და პრემიერ მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სახელფასო დანამატი - 2710 ლარი). მიღებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (3540 ლარი) პრემია მიღებული აქვს მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს.

მინისტრის შრომის ანაზღაურებისგან კვლავ განსხვავებული მდგომარეობაა სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გარდა, ყველა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის განსაზღვრულია ყოველთვიური სახელფასო დანამატი, თუმცა სხვადასხვა სამინისტროში იგივე პოზიციაზე დასაქმებული თანამდებობის პირის ყოველთვიური სახელფასო დანამატი მნიშვნელოვნად გასხვავდება ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია ერთი და იგივე ოდენობით (პირველი მოადგილე - 2 950 ლარი, მოადგილე - 2 720 ლარი), 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეების ყოველთვიური სახელფასო დანამატი შეადგენდა 5 500 ლარს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეების - 4 000 ლარს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეების - 3 624 ლარს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეების 3 182 ლარს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების 1 360 ლარს, ხოლო დანარჩენი სამინისტროების შემთხვევაში, მინისტრის მოადგილეები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სახელფასო დანამატს.

ამასთან, სხვადასხვა სამინისტროში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატებთან ერთად, 2014 წლის 15 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პრემიების გაცემის წესის შესაბამისად, გაიცემოდა პრემიებიც.

საქართველოს სამინისტროებს შორის, 2015 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და შინაგან საქმეთა სამინისტრომ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42