იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლე თავს გრძნობდეს ამაყად.
ამის შესახებ წულუკიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისი მხარდაჭერა ექნება ყველა მოსამართლეს, ვინც გადაწყვეტილებას პირადი და სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით არ მიიღებს.
„როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ყოველთვის ვიქნები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლე თავს გრძნობდეს ამაყად იმ საქმიდან გამომდინარე, რასაც ის სუფთა ხელებით, დამოუკიდებლად, სახელმწიფო ინტერესის სწორად და კანონის დაცვით გააკეთებს. ჩვენ სწორედ ამას ვამტკიცებთ სამი წელია. მოსამართლეებს მივეცით უნიკალური რეფორმები, რომლებიც არის ევროპული სტანდარტის. მთავარი მიზანი ამ რეფორმების არის ქართველი მოსამართლის, ინდივიდუალური მოსამართლის ღირსება და დამოუკიდელობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ლევან მურუსიძე სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლების და ოპოზიციის საეჭვო გაერთიანებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ არსებული ვითარება ხელს არ შეუწყობს იმას, რაც ბოლო წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები






