იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მის საწინააღმდეგოდ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეურაცხმყოფელს და ცილისმწამებლურს უწოდებს.
მისი თქმით, იმის მითითება თუ ვინ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ და ვინ არა, ნიშნავს ზეწოლას სასამართლო სისტემაზე.
„სასამართლოში სისტემაში დავრჩები თუ არა, ეს პრობლემა არ არის. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი სამსახურის შოვნა არ გამიჭირდება. ჩემთვის აღმაშფოთებელია ის განცხადებები, რომელიც კეთდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სასამართლოს მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ახლა მოხდება ზეგავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე, ეს მომავალშიც განმეორდება. ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრიტიკა ისმის როგორც "ქართული ოცნების" ისე "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" მხრიდან. ჩემი კრიტიკა პოპულარული გახდა და თუ საბჭო ხმას არ მომცემს, ვაპირებ ის დღე სახალხო ზეიმად გამოვაცხადო", - განაცხადა მურუსიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






