უმრავლესობის დეპუტატის ლევან ბერძენიშვილის თქმით, თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს.
ამის შესახებ ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„პრეზიდენტიც ჩვეულებრივი მოქალაქეა და თუ გამოძიება მის დაბარებას საჭიროდ მიიჩნევს, არამგონია, რომ საქართველოს პრზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს. რაც შეიძლება იმას, რომ მესიჯები გაქრა ტელეფონიდან, სანტერესო განვითარებაა მოვლენების. ნელ-ნელა ძველი იტალიური კინოების სფეროში გადავდივართ, როგორის არის პროკურორის აღსარება ხალხის წინაშე და კიდევ სხვა ძველი ფილმები. რადგან, როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
პრეზიდენტის მრჩეველმა დაადასტურა, რომ გიორგი მარგველაშვილს ელისაშვილისთვის გაგზავნილი მესიჯები წაკითხული აქვს. არ არის გამორიცხული შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილიც დაიკითხოს.
მასალის გამოყენების პირობები






