პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საქმეზე პროკურატურას ინფორმაციას შემჭიდროვებულ ვადებში მიაწვდის.
ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარატი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როდესაც ამის საჭროება არსებობდა. ამ თანამშრომლობას დღესაც აგრძელებს. პროკურატურიდან შემოსულია ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება, სადაც პროკურატურა ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხზე. ცხადია შემჭიდროვებულ ვადებში ადმინისტრაციის მხრიან ეს ინფორმაცია პროკურატურას მიეწოდება. თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მარგველაშვილს ლისაშვილისთვის გაგზავნილი მესიჯები წაკითხული აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






