სად წავიდა პროკურატურამდე მიტანილი მესიჯები - ელისაშვილი პრეზიდენტისგან დადასტურებას ელოდება
პოლიტიკა - 00:11, 16 Dec, 2015     4359
შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი „შეწყალების სკანდალის“ შესახებ კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. ელისაშვილმა უარყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან წამოსული ბრალდებები, რომ ის ნაციონალების თამაშს თამაშობს და განაცხადა, რომ ის პოლიტიკური თამაშის მონაწილე არაა და ის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოა. ამასთანავე ელისაშვილმა მთავარი პროკურატურა ფალსიფიცირებაში და პოლიტიკური დავალებების შესრულებაში დაადანაშაულა

„როგორ უნდა ვენდო პროკურატურას, რომელსაც ჩემი ხელით მივუტანე ტელეფონი, 7 საათის განმავლობაში ვიჯექი და ჩვენებას ვაძლევდი. პროკურორმა მე და გამომძიებელმა დავლუქეთ ჩემი ტელეფონი რომ გადაგზავნილიყო ექსპერტიზაზე, არის მესიჯები, რომელიც ვიზუალურად ჩანს, არის მესიჯები რომელიც ტელეფონის მეხსიერებაშია შენახული. ეს ტელეფონი სახლში მქონდა წელწად ნახევარი. ექსპერტიზის პასუხი ჩემთვის არ უცნობებიათ, სხვებმა დამირეკეს და მითხრეს პროკურატურის ამბები თუ იციო. ეს მესიჯები არის ერთი დეტალი ძალიან ბინძური დიდი საქმის. მესიჯში ის კი არ იყო ნათქვამი ჩვენ 200 ათასი დოლარი ავიღეთ და შენ ტუ არ გამოუშვებ თავს მოგაჭრით და ნაწლავებს გამოგაყრევინებთო, ასეთი რამ კი არ ეწერა, კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შენ მერამდენედ გვაიგნორებ და რატომ არ გაგაქ განსაკუთრებული წესით ეს განსახილველად. როგორც კი ეს მივიღე შევედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, პრეზიდენტთან, ეს მესიჯი წავაკითხე ზვიად ქორიძესაც როცა საქმეები გადავაბარე . პროკურატურა გადაიქცა პოლიტიკურ მოთამაშედ, ჯერ პოლიტიკოსების საუბრიდან ჩემი ჩვენების ციტატები მესმის, მერე თქვეს რომ მესიჯები არ აღმოჩნდა.
მე მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაადასტუროს ან უარყოს წავაკითხე თუ არა ეს მესიჯები და გავაცანი თუ არა ჩემი ეჭვები. თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ პრეზიდენტმა დაადასტუროს, რადგან ის ამ საქმეში მიუკერძოებელია. მაშინ მე ვიტყვი რომ მატყუარა ვარ და პოლიტიკიდან კი არა ქვეყნიდანაც წავალ. მთელი სახელმწიფო ჩემი და ჩემი ტელეფონის წინააღმდეგ დაირაზმა. ის მესიჯებიც იქნება ნაჩვენები, არავის არაფერს არ შევარჩენ.“- განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას და ციხეში ჩასვან. ელისაშვილი აცხადებს, რომ ის სიმართლეს ყველაფრის მიუხედავად მაინც დაამტკიცებს.

ელისაშვილის თქმით, გარემო პირობები აიძულებს რომ მან მედიას ამ საქმეში გარეული ადამიანების ვინაობა გაუმხილოს.
„ნუ გონიათ რომ რამით შემაშინებენ, მომისმინონ განსაკუთრებით სუს-ში, რაღაცეებს რომ აგროვებენ. ოცნებას ყოველთვის ვაღიზიანებდი, რადგან ნაციონალებისგან განსხვავებით ჩემს წინაღმდეგ არგუმენტები არ ქონდათ, ხან ამბობდნენ რომ პოპულისტი ვარ ხან დიდი ცხვირი მაქვს “- აღნიშნა ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42