,,სიაში პოლიტპატიმრები 10%-ია...“ - კელენჯერიძე ბესელიას ,,შინაურულ“ სიებზე საუბრობს
პოლიტიკა - 22:59, 15 Dec, 2015     2973
გრიგოლ კელენჯერიძე, რომელიც გერმანიაში ემიგრაციაციაში იმყოფება ეკა ბესელიას და „ქართული ოცნების“ წევრებს პოლიტპატიმრების სიების ჩაწყობით შედგენაში ადანაშაულებს. კელენჯერიძის თქმით აღნიშნულ სიაში ანგარებით მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სასჯელს მძიმე დანაშაულის გამო იხდიდნენ და პოლიტიკურ დევნასთან შეხება არ ქონდათ.

კელენჯერიძის თქმით, მან ნაციონალების გულისწყრომა და დევნა რამდენჯერმე დაიმსახურა, პირველად მაშინ, როცა ასლან აბაშიძის მხარდამჭერი იყო, 2010 წელს კი ენმ-ს ხელისუფლებამ მისი ვაზაგაშვილების წინააღმდეგ გამოყენება გადაწყვიტა. გრიგოლ კელენჯერიძის თქმით მისი დეიდაშვილი ბექა პაპუაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა. იური ვაზაგაშვილმა კი თავისი შვილის საქმე დიდი ფულით ჩაფარცხა. საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა საქმის ერთადერთი მოწმე გიორგი გაბუნიაც. კელენჯერიძის განცხადებით , „კორტების სპეცოპერაციას“ შემდეგ იური ვაზაგაშვილის და ყოფილი ხელისუფლების დაპირისპირების გამო, მაღალჩინოსნებმა მას დეიდაშვილის საქმეზე აქტიურად ალაპარაკება და იური ვაზაგაშვილის დადანაშაულება მოსთხოვეს. თუმცა როგორც კელენჯერიძე ამბობს მან ხელისუფლების შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან „გარდაცვლილი ადამიანების ხსენების საფასურად თავისუფლება არ უღირდა“.

„უარისა და ზეწოლის მერე ციხეში დავრჩი, შემდეგ საპროცესო გარიგებით გამომიშვეს და დავტოვე საქართველო, 2012 წელს როდესაც ხელისუფლება შეიცვალა საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე ბესელიას კომიტეტს განეხილა. ბესელიას კომიტეტზე შინაურული სიტუაცია იყო- მიდიოდა საუბარი - ეს ვინ არის? საგანელიძემ რომ დარეკა, ეს ვინ არის, ეს ისაა, იმან დარეკა... არანაირი განხილვა იქ არ ხდებოდა. პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები სიაში სულ 10%-ია. პოლიტიკური დევნის საქმეები ბესელიას ჯგუფმა პოლიტიკური ნიშნით დამალა."

კელენჯერიძე საქართველოს ხელმეორედ დატოვების მიზეზებზეც საუბრობს, მისი თქმით ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მის დაკავებას ოცნების ხელისუფლებაც აპირებდა. ვიდრე ამის შესახებ გაიგებდა მას შეხვედრა ჰქონდა ყოფილ სამართალდამცავებთან ირაკლი ფირცხალავასთან და გიორგი ცააძესთან, მათი ინტერესის საგანს გლდანის ციხეში მისი პატიმრობის დროს მომხდარი ფაქტები და ის სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც კელენჯერიძეს თანამშრომლობას სთავაზობდა. როგორც კელენჯერიძემ ფირცხალავასგან მიიღო ინფორმაიცა, მისი დეიდაშვილის მკვლელობის საქმე გამოძიებულია, თუმცა ამ ფაქტის გასაჯაროება არ ხდება, რადგან ამ ხელისუფლებამ ვაზაგაშვილს ძეგლი დაუდგა და მისი მკვლელად წარმოჩენა არ აწყობდათ.

კელენჯერიძის თქმით არსებობს საფრთხე, რომ მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ის ისევ დააკავონ, გრიგოლ კელენჯერიძე მედიის საშუალებით აცხადებს, რომ ის საზღვარზე შემოსვლას იარაღით და ნარკოტიკებით არ აპირებს, ამიტომ თუ ის მსგავს სიტუაციაში დააკავეს ეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი იქნება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42