„მინდა დავამშვიდო აკო მინაშვილი, არსად წასვლას არ ვაპირებ. აშკარად გამოჩნდა, რომ ელისაშვილის ქმედება და ამათი განცხადებები ძალიან უნისონში, ერთი ერთშია და შესაძლებელია ითქვას, რომ ძალიან ცხადია პოლიტიკური მიზანი. რა თქმა უნდა მთელი ეს ბინძური ცილისწამების კამპანია ახლა არ დაწყებულა. იმ დღიდან რაც შედგა პოლიტპატიმრების სია, ნაციონალურ მოძრაობას ამ პროცესის დისკრედიტაცია სურს.“
როგორც მანანა კობახიძემ განაცხადა ის მოითხოვს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა და მოქმედმა ხელმძღვანელებმა ცრუ დასმენებისთვის პასუხი აგონ.
„თუ დადასტურდა რომ ეს ჩვენებები არის ცრუ და ეს იყო ცრუ დასმენა , ერთიც იყო პროკურატურაში და მეორეც, აუცილებლად, მე ამას მოვითხოვ , ერთი რიგითი მოქალაქე ამ ქვეყნის, ცრუ ჩვენებისა და დასმენისთვის ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი“- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






