საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით შემოღებულ ქულათა სისტემას სოციალურ ქსელში მომრერალი სტეფანე მღებრიშვილი ეხმაურება:
„მეგობრების აღშფოთებას ვკითხულობ აკრძალვებთან დაკავშირებით. სიტუაციიდან გამოსავალი რა არის გარდა განათლებისა და აკრძალვის? სოციალური რეკლამაც უნდა გადიოდეს, სადაც რომელიმე ცუდი ქცევა გასაგებად იქნება გადმოცემული... ამ ქულების გადანაწილება არც მე მომწონს ბოლომდე როგორ არის დალაგებული, მაგრამ .... გარდა ჯარიმებისა, საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს იმ საზიზღარი მძღოლების გამოწვრთნაში. ისე როგორც ევროპაში მინახავს. ერთი არღვევს და ყველა მხრიდან აგინებენ. და კიდე ცოტა სხვა თემა: "ნავაროტკა" BMW , Mercedes ი რომ გყავს და "cool" ნომერშიც ფულს რომ იხდი,ამ შემთხვევაში მარჯვენა საჭით მანქანის ყიდვა ფსიქიკური გადახრა მგონია, მაგას ჯობია ოპელი იყიდო და ქვეყნის ჩარჩოში მოერგო.. შემჭამეთ ეხლა ამის გამო...“- წერს სტეფანე მღებრიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






