თუ რაგბისტთა წრეს, რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება, ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:07, 15 Dec, 2015     1363
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფედერაციას რაიმე ფორმით ჩრდილი მიადგება, ეს ყველასთვის ტრაგედია იქნება.

„მინდა, ვთქვა ერთი რამ, რომ თუ ჩვენ, ყველა ერთად და ცალ-ცალკე, მე თუ ვინმე სხვა, მოვახერხებთ იმას, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კორპორაციას, რაგბის ფედერაციას და ზოგადად, რაგბისტთა წრეს, რაიმე ფორმით რაიმე ჩრდილი მიადგება, ეს იქნება ძალიან დიდი ტრაგედია არა მხოლოდ რაგბის სამყაროსთვის, არამედ ყველასთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის სფერო, რომელშიც გვაქვს ეროვნული მასშტაბის წარმატებები. ეს არის შედეგი ძალიან ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის, როგორც უშუალოდ, რაგბის სფეროში მოღვაწეების, ისე, სხვადასხვა ბიზნესმენების, მეცენატების, სახელმწიფოს და ამიტომ, ყველამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ რაიმე ჩრდილი და ტალახი არ მოეცხოს ამ საქმეს“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მონაწილენი ერთმანეთს კონკურენციას გამჭვირვალე და სამართლიანი თამაშის წესებით უნდა უწევდნენ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით არჩევნებში ღირსეული კანდიდატები მონაწილეობენ.

„მინდა, როგორმე, ჩვენ, ქართველები შევეგუოთ იმ ამბავს, რომ არჩევნების დროს არის ხოლმე გამარჯვებული და დამარცხებული. ამას თუ არ შევეგუეთ და თუ არ მოვახერხეთ ის, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე თამაშის წესებით ჩავებათ კონკურენციაში, მაშინ არც პოლიტიკაში გამოგვივა რამე და არც რაგბში. მე როგორც ვიცი, ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან ამ შემთხვევაში, კანდიდატები, მაგრამ თანამდებობა ერთია და მე მინდა ვისურვო, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ხმის მიცემის უფლება, ექნებათ თავისუფალი ხმის მიცემის საშუალებაც და ვაღიაროთ ის შედეგები, რაც იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების ფონეზე მიღებული მათ მიერ“- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42