"თონეში ჩაკვრის წინ ყოველთვის „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობ, დალოცვილი პური ყველას შეერგება..."
სოც.მედია - 11:57, 15 Dec, 2015     8280
ბელა ალანია სოციალურ ქსელში პურის საცხობში გადამხდარ თავგადასავალზე და პურის მცხობელზე წერს, რომელიც თონეში ჩაკვრის წინ ყოველთვის "მამაო ჩვენოს" კითხულობს:

"შოთის საყიდლად მივედი და ლოდინი მომიწია. არა, რიგი არ იდგა, უბრალოდ, მცხობელი, როგორც თვითონ თქვა, „დასვენებულ“ გულდას თონეში ჩასაკრავად ამზადებდა. მითხრა, რამენიმე წუთი მოგიწევთ მოცდა, თუ გაწყობთო.

სხვა გზა არ მქონდა. გაღებულ სარკმელს ჩამოვეყრდენი და საცხობიდან გამოსულ სითბოს დავეხარბე. ცხობის მთელი პროცესი საინტერესო საყურებელი აღმოჩნდა. თუმცა, მცხობელს ცომი მოზელილი ჰქონდა, რამდენიმე ხანი გუნდას ხელიდან ხელში ათამაშებდა. უფრო სწორად, ეფერებოდა, როგორც ძალიან ძვირფას და მოსაფრთხილებელს. ნაზად ატრიალებდა ნაჯაფარ ხელებში. თან ტუჩებს აცმაცუნებდა, უფრო სწორად, თავისთვის ბუტბუტებდა. ვიფიქრე, რამდენი ადამიანი დადის ქალაქში, თავის თავს ელაპარაკება. ეგებ, ამ ადამიანსაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი და ამიტომაც ესაუბრება საკუთარ თავს, თქო.
- მაპატიეთ, კიდევ დიდი ხანი დაგჭირდებათ? - ვკითხე მორიდებით, რადგან გვიანი იყო და ცოტა არ იყოს, შემცივდა.
- თუ გცივათ, შემობრძანდით. აგერ, კუთხეში, დაბრძანდით. შიგნით ნუ შემოხვალთ, უცხო პირებს არ ვუშვებთ.
რადგან უცხოდ ჩამთვალა და ალბათ ასეც იყო, არაფრის დიდებით ფეხი არ შევდგი.
- რა საყვარლად ესაუბრებოდით პურის გუნდას, - მოგვიანებით ისევ დაველაპარაკე.
- დიახ, დიახ, მე თონეში ჩაკვრის წინ ყოველთვის „მამაო ჩვენოს“ ვკითხულობ. დალოცვილი პური ყველას შეერგება, ვინც მისი ფასი იცის. განა მისი ფასი მართლა 70 თეთრია. პური ხომ, მხოლოდ საკვები არ არის...
ამ სიტყვებმა გული ისე ამიჩუყა, გაუცნობიერებლად გავაღე კარი და კუთხეში ჩამოვჯექი. ხმა ვერ ამოვიღე. უკვე უცხოდ არ ვგრძნობდი თავს.
ვუყურებდი, როგორ აკრავდა შოთებს თონეში. თავქვე ისე ეშვებოდა, გული გადამიქანდა. ყველა ჯერზე მეგონა, ჩავარდებოდა ცხელში და გაშლილ ხელისგულებს ტუჩებზე ვიფარებდი. დამცხა, ძალიან დამცხა. ცოტა ხანში, ისეთი ხვატი დადგა, ისეთი ოხშივარი დატრიალდა, ისეთი სურნელი, რომ მადლით აივსო იქაურობა. უამრავი რამ გავიხსენე. როგორ მომქონდა ყუამოჭმული პური და როგორ მტუქსავდნენ ამის გამო. როგორი ულაზათოა სუფრა, როცა პური არ დევს მაგიდაზე. როგორი ცოდვაა ამ მადლიანის გადაგდება და სხვა.
სულაც არ ყოფილა ადვილი პურის გამოცხობა. ამიტომაცაა ნათქვამი, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო.
შოთი ვიყიდე, მეპურეს მადლობა მოვუხადე და ის იყო, წამოსვლას ვაპირებდი, ღია სარკმლიდან მეპურემ კიდევ ორი შოთი გადმომაწოდა.
_ წაიღეთ, ცომს დილამდე ვერ დავტოვებდი- გამიფუჭდებოდა, ამიტომ უნდა გამომეცხო. ხვალ ამ პურს არ გავყიდი. ახლა გვიანია, სახლში უნდა წავიდე. წაიღეთ, არ გავაფუჭოთ, ეს მადლიანი.
_ რა კარგია, რომ პურს თქვენნაირი ადამიანები აცხობენ. რომლებიც ლოცავენ და ეფერებიან, ესიყვარულებიან „ პურს ჩვენი არსობისა“. ეფერებიან, როგორც საკუთარ შვილს. გაიხარეთ, ამ დიდი მადლისთვის.
წამოვედი და მეტრო პოლიტექნიკურთან მოხუცი ბებო შევნიშნე. მას სვანური ქუდი კალთაში, ხურდის შესაგროვებლად ჩაედო.
_ გამარჯობა, ბებო. ეს შოთი, აი, იმ მეპურემ გამოგიგზავნათ. ხედავთ საცხობს? გამომართვით, ღმერთმა შეგარგოთ! ფრთხილად, თითები არ დაიწვათ! მეორეც აიღეთ. რას ბრძანებთ, რის მადლობა, მე მხოლოდ გადმოგეცით."- წერს ბელა ალანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42