პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამის დახმარებით 200 000 მოქალაქე უნდა განიკურნოს.
„სულ რაღაც 3 წლის წინ ჯადაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო მილიარდ 800 მილიონი, მომავალ წელს კი ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 3.1 მილიარდი ლარი. ჩვენ თითქმის გავაორმაგეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი. ასევე მინდა ვისუბრო ჩვენი წარმატებული პროექტის შესახებ - ესაა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უნიკალურია. ჩვენ დღეს საშუალება გვაქვს ჩვენს მოქალაქეებს უფასოდ ვუმკურნალოთ. ჯამში ვვარაუდობთ, რომ 200 000 მოქალაქეს გავკურნავთ უახლოეს წლებში. მინდა ამ პროგრამის მხადრაჭერისთვის მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასევე, მინდა ვისაუბრო სოლიდარობის ფონდის შესახებ. ბუნებრივია სახელმწიფო ყველაფერს ვერ დააფინანსებს სწორედ ამიტომ და იმისთვის, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადაგვედგა სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ ჩვენ გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ფონდი დაგვეფუძნებინა. ვფიქრობ, ერთობლივად, ასეთი სოლიდარობით შეგვიძლია უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. საჭიროა, კიდევ უფრო გააქტიურება, მეტი ჩართულობა. ჩვენ ჩვენის მხრივ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ისეთი დაავადებების აღმოსაფხვრელად, რომელიც განკურნებადია“, - აღნიშნა ღარიბაშილმა.
მასალის გამოყენების პირობები






