საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშის გამოქვეყნების გადადება საქართველოს არ უკავშირდება.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოსთან მიმართებაში ევროკომისიის დასკვნა დადებითი იქნება.
„მე გუშინ მქონდა სატელეფონო საუბრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მე გეტყვით, რომ ჩვენთან მიმართებაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. საუბარია ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე, რომ გთხოვთ დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო რაპორტის გამოშვებას, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
დასკვნის გამოქვეყნება გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროკომისიის გადაწყვეტილებით რამდენიმე დღით გადაიდო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნება 21-22 დეკემბრისთვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






