უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილთან დაკავშირებით „კორტების საქმეზე“ დაკავებულების ოჯახის წევრების განცხადებას ეხმაურება.
გვენეტაძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კოჭლამაზაშვილმა ფაქტების გადასამოწმებლად საგამოძიებო ორგანოს მიმართა.
„მოსამართლემ გამოხატა თავისი პოზიცია და მიმართა სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს ფაქტების გადამოწმებისთვის, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი ნაბიჯია. დაველოდოთ შედეგებს,“ - განაცხად ნინო გვენეტაძემ.
რამდენიმე დღის წინ ირინა ცააძემ და ნინო ხვიტიამ ეჭვი გამოთქვეს, რომ კორტების საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ქრთამი აიღო. მათი თქმით, ეჭვის საფუძველს ის ფაქტი აძლევს, რომ მოსამართლემ 2011-2013 წლებში აღებული იპოთეკური სესხი გუშინ წინმსწრებად დაფარა.
მასალის გამოყენების პირობები






