ბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილი ვაშინგტონში მიიწვია
პოლიტიკა - 10:12, 15 Dec, 2015     1162

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე იწვევს, რომელიც ვაშინგტონში 2016 წლის 31 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.
„ვიმედოვნებ, შემომიერთდებით მუშაობაში ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მე განვიხილავ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების საკითხს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები განაცხადებს 2016 წლის სამიტზე. საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებასა და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობაში. სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა. მივესალმები თქვენ მოსაზრებებს იმ გზების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება 2016 წელსა და მის შემდგომ სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში. ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლა დღესაც მნიშვნელოვანი საკითხია ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში. გამოვთქვამ იმედს, საქართველო მომავალშიც განსაკუთრებულ ძალისხმევას გამოიჩენს, რათა წინ აღუდგეს მარეგულირებელი კონტროლის მიღმა ბირთვული და რადიოლოგიური მასალების არსებობას და პარტნიორ ქვეყნებს გაუზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას ამ სფეროში. ისევე, როგორც მისი წინამორბედები, 2016 წლის ბირთვული უსაფრთხოების სამიტი მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიოს მასშტაბით ბირთვული ტერორიზმისგან თავდაცვის განმტკიცების მხრივ. იმედის თვალით შევყურებ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში მომავალი წლის გაზაფხულზე, რათა ერთად აღვნიშნოთ მიღწეული პროგრესი და დავსახოთ უსაფრთხო და მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის გზები“, – ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან მიიღო ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტი და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ძალაში წლის ბოლომდე შევა.
„რადგან ეს იქნება ამ ფორმატის ბოლო სამიტი, ჩვენ გვეძლევა განსაკუთრებული შესაძლებლობა, გავაძლიეროთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტიტუტები და ინიციატივები, რომლებიც შეადგენენ ბირთვული უსაფრთხოების ქვაკუთხედს. ჩვენი, როგორც ლიდერების, ვალდებულებაა სამიტის მიერ უზრუნველყოფილი მუხტის შენარჩუნება, რათა მზარდი საფრთხეების ფონზე განვაგრძოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებული ბირთვული მასალების უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და ბირთვული მასალების კონტრაბანდის პრევენციისკენ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ მოვადუნოთ ყურადღება და შევამციროთ საფრთხეები, სანამ ისინი არსებობენ“, – ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42